გორის უნივერსიტეტის უცვლელი რექტორის გზა "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებამდე". ირკვევა, რომ გიორგი სოსიაშვილი გორში "ოცნების" პროპრციული სიის მეორე ნომერია.
ყოფილ თანაგუნდელს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ახსენებენ, რომ მისი ფეხი 2012 წელს არჩევნებში მარცხის მომტანი აღმოჩნდა და იგივე ბედი ახლა ოლიგარქ ივანიშვილის პარტიას ელის.
გარდა ამისა, სოსიაშვილი გორის საკრებულოში ორჯერ იყო ენმ-ს სახელით.
ოპოზიციის ინფორმაციით, ის ჯერ კუდ-თან თანამშრომლობდა და რექტორადაც სწორედ კუდის რეკომენდაციით დაინიშნა, "ოცნებაში" პორტირების შემდეგ კი სუს-თან გააგრძელა თანამშრომლობა.
თავად სოსიაშვილი კითხვას, როგორ მოხვდა ენმ-დან ოცნების სიის სათავეში არ პასუხობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ასე "ჩათვალა საჭიროდ".
ენმ-ს ინფორმაციით, "ოცნების" პროპორციულ სიაში აღმოაჩინეს ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე ენმს- აქტიური მხარდამჭერები იყვნენ და სპეცსამსახურებთანაც აქტიურად თანამშრომლობდნენ. ოპოზიცია ამ ადამიანების ვინაობის დასახელებას მომდევნო დღეებში გეგმავს.