ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისზე მთელ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს და ამტკიცებს რომ უდანაშაულო ადამიანებისთვის თვალების დათხრა გახარიას ხელწერაა.
ღარიბაშვილს განცხადებებს იწონებს "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი გიორგი გახარიაა.
"იყო უამრავი ძალიან სერიოზული ხარვეზი, მინიმუმ ხარვეზი, იმასთან დაკავშირებით, რატომ იდგა სპეც. დანიშნულების რაზმი ჭიშკრის გარეთ, რატომ არ იყო წყლის ჭავლი გამოყენებული და ა.შ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს. სპეცოპერაციის ჩატარების დროს იყო დაშვებული უამრავი ხარვეზი, რაც შეეხება ადამიანების დაშავებას და ა. შ. ამაში მთავარი დამნაშავე არის ნიკანორ მელია და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ახორციელებდა შტურმს.",- ამბობს ირაკლი კობახიძე.
"დაუშინეს და უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისზე საუბრისას.