აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო - მოქალაქეები ე.წ. არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

სოხუმის ცენტრში საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ადმინისტრაციული შენობის შტურმის შემდეგ მომიტინგეებს რაულ ხაჯიმბა გაპარული დახვდათ. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციაში დამსხვრეულია ფანჯრები, სკამები, ავეჯი და შიდა ინვენტარი.

სოხუმში რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მიტინგი დღის პირველ საათზე დაიწყო. გაერთიანებული ოპოზიცია მომხრეებთან ერთად სოხუმის ცენტრში შეიკრიბა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა.

სახალხო პროტესტს დღეს აფხაზეთის გაერთიანებული ოპოზიციისა და „ამცახარას“ ლიდერი ალხაზ კვიცინია ხელმძღვანელობდა. სწორედ ის იყო ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. მას შემდეგ, რაც კრემლმა ოპოზიციის ყველაზე ძლიერი კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლა და ამ გზით ჩამოაცილა კონკურენტი რაულ ხაჯიმბას, ოპოზიცია არ დაიბნა და ალხაზ კვიცინიას კანდიდატურა წარადგინა. ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნები გააყალბა და თითქოს მოიგო, ამის შემდეგ აფხაზეთში სრული ქაოსია დღეს საქმე შეტაკებებამდე მივიდა.

აფხაზეთში ოპოზიცია ამბობს, რომ რაულ ხაჯიმბას მმართველობის პერიოდში რუსეთმა მთელი რეგიონი შთანთქა, ეს არ მოსწონთ და ამიტომ მოსკოვის კაცის ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ, ხაჯიმბა დღეს შეშინებული ჩანდა თქვა, მის რეზიდენციაში შეჭრა ეწ. სახელმწიფო გადატრიალება იყო.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური აგვისტოს ბოლოს, მეორე კი 9 სექტემბერს ჩატარდა, არჩევნების შედეგებს ოპოზიცია სამართლებრივად ასაჩივრებდა, რაულ ხაჯიმბას გამარჯვება ვლადიმერ პუტინმა მიულოცა. ამის მიუხედავად, ადგილობრივები ამბობენ, რომ არჩევნების გაყალბება ხელისუფლებას არ უნდა შერჩეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი