როვგან აბდულაევი ისევ საქართველოშია. აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის პრეზიდენტი, რომელსაც ქართული ოცნება ყველა არჩევნების წინ მაშველ რგოლად იყენებს და ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიაში იხმარს, მარნეულში იმყოფებოდა.
აბდულაევი, რომელიც აზერბაიჯანშიც საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს დღეს საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს რამდენიმე დიპლომატთან ერთად მარნეულის ცენტრში იმყოფებოდა და ადგილობრივებს ჩაის სახლში შეხვდა, სადაც სავარაუდოდ ისევ მმართველი გუნდის მხარდაჭერას სთხოვს.
მარნეულში აბდულაევთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერი ღარიბაშვილი და ოცნების მერობის კანდიდატი მარნეულში ქენან ომაროვი.
მაღალჩინოსნებმა შეხვედრების დასრულების შე,დეგ კომენტარები არ გააკეთეს და არ უპასუხეს შეკითხვას, რატომ ერევა უცხო ქვეყნის მოქალაქე წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც კანონის დარღვევაა.