
"ნაციონალური მოძრაობა" ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე მან უკვე განსხვავებული ინტერპრეტაციით გააკეთა, კახა კალაძეს, როგორც პარტიის გენერალურ მდივანს სამი კითხვით მიმართავს
ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილმა "ქართული ოცნება სამჯერ დაგმო", როდესაც:
პირველი - მან თქვა გავრილოვი საქართველოში არ უნდა შემოეშვათ, ამით მან დაადასტურა, რომ ასევე, რა თქმა უნდა, არ უნდა დაეკავებინა მას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი. ამით მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისრა მაშინდელ შს მინისტრს, გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძეს.
მეორე - მან თქვა, რომ პარლამენტის აღება თეორიულად შეუძლებელია "რაც არ უნდა შეუტიო, ვერ აიღებ პარლამენტს". გამოდის, რომ პირდაპირ ეთერში მან ნიკა მელიას ბრალი მოუხსნა და 2-წლიანი ცირკი დაასრულა. მან თქვა, რომ ის, რაზეც მელიას ბრალი ედებოდა არის გამორიცხული და შეუძლებელი.
მესამე - მან თქვა, რომ არ იყო არც წყალი, არც გაზი გამორიცხული და ადამიანებს უბრალოდ თვალი დასთხარეს;
ამის შემდეგ კობახიძე აღმასრულებელი მდივნობიდან დააწინაურეს და გახადეს თავმჯდომარე პარტიის და შს მინისტრი გახარია გახადეს პრემიერმინისტრი. კახა კალაძე იყო გენერალური მდივანი პარტიის. მის მართ კითხვაა:
1. თუ ადამიანებს თვალი დასთხარეს რატომ არავინ დაისაჯა და რას ფიქრობს.
2. თუ მელია ვერ აიღებდა პარლამენტს და ეს შეუძლებელი მაშინ რატომ იყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული.
3. თუ კობახიძე შეცდა გავრილოვი მის სავარძელში ჩასვა და თუ გახარიაც შეცდა და სპეცრაზმი დააყენა იქ სადაც დააყენა, რატომ დააწინაურეს" ? - მიმართავს ობოლაძე კალაძეს
"დაუშინეს და უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისზე საუბრისას.