
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერისა და პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებლის, გიორგი გახარიას კომენტარს გამოეხმაურა, რომელშიც გახარია სიძულვილის ბანერების გამოკვრის გამო "არიფებს" უწოდებს.
"გახარია სისხლიანი ბანერების გამო ოცნებას აგინებს. ისა, და, შარშან შემოდგომაზე იგივე ბანერები რომ გააკრეს, ოღონდ უგახარიოდ, პრემიერ-მინისტრი ვინ იყო, შემახსენეთ. რაღაც ბოლო დროს მეხსიერება მღალატობს. მოქმედი პრემიერის",- წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.
ცნობისთვის, „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე, ამბობს, რომ ეს ამორალური კამპანიაა, რომელსაც „ოცნება“ საარჩევნოდ ატარებს. როგორი არიფები არიან, ასეთ ბანერებს რომ აკეთებენ და მერე ამბობენ, მეც არ მომწონსო - თქვა გახარიამ.