
თუკი აქამდე ე.წ. მაყურებლების გავლენასა და სუს-ის აგენტების კავშირებს "ქართული ოცნება" ამორმჩევლების მოსაგროვებლად იყენებდა, ახლა ისე გაუჭირდა, რომ კანდიდატებად პირდაპირ ამ აგენტებსა და კრიმინალურ სამყაროსთან დაკაშირებულ პირებს აყენებს.
ჩლიქოსანას ისტორია უკვე იცით - ეს ხაშურის მერობის კანდიდატია "ოცნებიდან", რომელიც წარსულში თავადაც იყო გამოჭერილი საქონლის ქურდობაზე და არსებული ინფორმაციით, უსაფართხოების სამსახურსაც ფარულად გადაღებულ პირადი ცოხვრების ამსახველ ვიდეომასალას აწვდიდა.
შეკითხვების დასასმელად მისული ჩვენი ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. შედარებით მეტად გაუმართლა ჩვენს მეორე ჯგუფს - რომელიც იმერეთში მუშაობდა. და სადაც აგენტებთან ერთად კანდიდატებად აყენებენ კრიმინალურ სამყაროსთან დაკაშირებულ პირებსაც. ამ ყველაფერს კი რეგიონული თავისებურებით ხსიან, დიდი ამბავი, თითო ქურდი იმერეთში ყველას ენათესავებაო.