
არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის ხმებს - ძველიბოლშევიკური სიბრძნე ყველაზე კარგად აქვთ გათავისებული "ქართული ოცნების" ლიდერებს. ამიტომაცაა, რომ საარჩევნო კომისიების ნეიტრალურ წევრებად საკუთარი აგენტები გაამწესეს, ადამიანები, ვინ პარტიულ დავალებებს იღებენ და მმართველი პოლიტიკური პარტიის შიდა თათბირებზეც იბარებენ.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის ერთ-ერთ ოლქში, "ოცნების" შტაბში ასეთი დახურული შეხვდერა გაიმართა, ვითომ მიუკერძოებელი და ნეიტრალური წევრებთან. ადამიანებთან, ვინც არჩევნების დღეს თქვნი ხმები უნდა დაითვალოს.
ეს ინფორმაცია თავად ამ ადამიანებთან გადავამოწმეთ. ჩვენი ჟურნალისტი მათ "ოცნების" შტაბის მდივნად გაეცნო. შეხვედრის ფაქტი არც ერთ მათგანს არ უარუყვია - არც ის დაუმალავთ, რომ პარტიული დავალებების შესრულებას უკვე შეუდგნენ და საერთოდაც, პირველივე დაძახებაზე შტაბშიც გამოცხადდნენ.
ავტორი: ნინიკო გიგაური