ივანიშვილის ინტერესები და გავლენები ქართულ ეკლესიაში | "ოცნების" ინტრიგები საპატრიარქოში

გამოქვეყნდა:

თანამედროვე ისტორიის ქართულ ეკლესიას ახლა მძიმე წუთები უდგას. მოქმედი ხელისუფლების უკანონო თვალთვალმა, სასულიერო პირების მიმართ, ისეთი დარტყმა მიაყენა ყველაზე რეიტინგულ ინსტიტუტს, როგორც არასდროს. საპატრიარქოს კარის თამაშებს ბოლომდე აეხადა ფარდა, რომელიც საიდუმლოდ ტოვებდა პატრიარქის ირგვლი განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს, ამაზე კი მხოლოდ დახურულ დერეფნებში საუბრობდნენ ჩუმად, ილია მეორეს რომ არაფერი გაეგო, თუმცა აღმოჩნდა, რომ პატრიარქის თავს მძიმე პროცესები ვითარდებოდა.

ვინ ებრძვის პატრიარქს? შეკითხვა რომელიც ერშიც და ბერშიც მძიმე მოსასმენია, დღეს უკვე აღარავის უკვირს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ათასობით ფაილი სწორედ საეკლესიო ცხოვრების მძიმე რეალობას ასახავს. უკანონო თვალთვალის ჩანაწერებში ღია ფიგურირებენ ის პირები, რომლებიც მუდმივად პატრიარქის ირგვლივ ჩანან და საპატრიარქოში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები მღვდელმთავრები არიან. ვიწრო წრე კიდევ უფრო ნათელს ხდის, რომ ქვეყნის პატრიარის ბედით კონკრეტული ადამიანები ინტერესდებიან.

"სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე დაუკავშირდა პატრიარქის დაცვის უფროსს ვანო კობაიძეს, რომელთა საუბარშიც დაინტერესდა მ/წლის  6 სექტემბერს 19 საათზე ქ. მცხეთაში მდებარე ჯვრის მონასტერში პატრიარქს  და სინოდის წევრებს  შორის დაგეგმილი შეხვედრის მიზეზით. ვ. კობაიძის განმარტებით, უწმინდესის ინიციატივით და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრა გადაიდო გაურკვეველი ვადით".

ანზორ ჩუბინიძე მაშინ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებდა. ქვეყნის ოლიგარქი ყოველდღიურად ინტერესდებოდა, რა ხდება საპატრიარქოში. ივანიშვილს ყველაზე მეტად ის არ მოსწონდა, რომ მასზე რეიტინგულ პატრიარქს შესაძლოა გადაწყვეტილებები "ქართული ოცნების" ლიდერის ნების წინააღმდეგ მიეღო, სწორედ ამიტომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ სასულიერო პირებისგან მიღებულ ინფორმაციას არ ენდობოდა. ის ავალებდა ყველას შეეგროვებინათ ინფორმაცია საპატრიარქოს შიდა კულუარებიდან.

ბიძინა ივანიშვილის ინტერესი რომ დიდი იყო, კარგად ახსოვთ საპატრიარქოს შიგნით. პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ისხენებს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის მაღალჩინოსნები მუდმივად ინტერესდებოდნენ, ვის ექნებოდა პატრიარქობის სურვილი ილია მეორეს შემდეგ, ეს კი იმაზე მიანიშნებდა, რომ ოლიგარქს სურდა ეკლესიაში საკუთარი კანდიდატი ჰყოლოდა მეტი ძალაუფლებისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი