
"ეს უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, მორალს მიღმაა ეს ყველაფერი, თან მერე რაღაცა პოზების დაჭერა, რომ - აი, მე რა შუაში ვარ, ეს ვიღაცამ... აი, მაგარი არიფები არიან რა, როგორი არიფები არიან, იცით? ისეთი არიფები არიან, ასეთ რაღაცას აკეთებენ და მერე გამოვლენ, მეც არ მომწონსო. ამორალობის ეს დონე არის ფსკერი".
- ამბობს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია დედაქალაქის ცენტრში გაჩენილ სიძულვილის ბანერებთან დაკავშირებით.