დონალდ ტრამპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საქართველოს სტრატეგიული მეგობარი სახელმწიფოს მეთაურის წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო, ნათქვამია:

ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს და პატივისცემით ეპყრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის, მნიშვნელოვან წვლილს ნატოს მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი მებრძოლები ამერიკული და ნატოს ძალების მხარდამხარ მსახურობენ.

ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე ეკონომიკის დივერსიფიკაციაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი