ოკუპანტები დათა პაპას სახლთან - როგორ აშინებენ და ატერორებენ 80 წლის მოხუცს რუსები

გამოქვეყნდა:

ოკუპანტები საოკუპაციო ზოლს მიღმა მარტო დარჩენილი ვალია ვანიშვილის შევიწროებას ისევ არ წყვეტენ. კადრები, როგორ დარაჯობს ხუთი შეიარაღებული პირი ვანიშვილების საცხოვრებელ სახლთან, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა გადაიღეს.  

დათა პაპას სახლში, რომელიც ოკუპაციასთან შეურიგებლობის სიმბოლოდ იქცა, მხოლოდ მისი 80 წელს გადაცილებული მეუღლე ცხოვრობს.

ოკუპანტები ვალია ვანიშვილის არასრულწლოვან შვილიშვილს ბებიასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

ეს ვანიშვილების სახლთან ოკუპანტების თვითნებობის პირველი შემთხვევა არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი