თქვენი რთული მოვალეობის შესრულება საამაყოა - ღარიბაშვილის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს

გამოქვეყნდა:

პრემიერი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს, პროფესიულ დღეს ულოცავს

დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული დღეა. 
გილოცავთ ამ დღეს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს.
თქვენი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, განვითარების, სტაბილური გარემოს ჩამოყალიბების პროცესში.
თქვენი რთული, მაღალი რისკის შემცველი პროფესიული მოვალეობის შესრულება საამაყოა და პატივსაცემი.
ვისურვებ, თქვენთან ერთად, ღირსეულად გადაგველახოს ყველა ის დაბრკოლება, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება.
თითოეულ თქვენგანს წარმატებას ვუსურვებ საქართველოს კეთილდღეობისთვის გადადგმულ თითოეულ ნაბიჯსა თუ დასახული მიზნის განხორციელებაში.
ნაბიჯ-ნაბიჯ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია - აცხადებს პრემიერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი