ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის ხაშურის მერობის კანდიდატის კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. საუბარია ორ კომპანიაზე.
პარტიაში ამბობენ, რომ მათგან ერთ-ერთი სამი თვის წინაა გახსნილი და ფინანსთა სამინისტროს მისი შემოწმების უფლება არ ჰქონდა.
რაც შეეხება მეორე კომპანიას, პარტიის წევრების თქმით, ის საგამოძიებო სამსახურმა 2 თვის წინ შეამოწმა და ახლა ხელახლა შემოწმების საჭიროება არ იყო.
"ეს ყველა მოქმედება უნდა აღვიქვათ, როგორც მუქარის განხორციელების რეალური ფაქტი, შესაბამისად ამას ჩვენ არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე, თუმცა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მოქმედ მთავრობას ეკისრება",- ამბობენ პარტიაში.
გახარიას პარტიაში შემოწმებებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლას უკავშირებენ და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.