ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე - მეუფე გრიგოლი სუს-ის ფაილებზე

გამოქვეყნდა:

ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე - ასე ეხმაურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი სუს-დან გაჟონილი ფარულ ჩანაწერებს. 

მეუფე გრიგოლი საბჭოთა პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინაც ყველას უსმენდნენ, თუმცა "ასეთი რამეები ნაკლებად ან არ ხდებოდა". 

"ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე. იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში უნდობლობის გაჩენა, მეტი დაპირისპირება", - ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა იმსჯელოს თუ არა ამ საკითხზე სინოდმა, მიტროპოლიტი ამბობს, რომ "ეს ყველაფერი უკვე უნდა გახდეს მსჯელობის საგანი ყველგან".

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია 13 სექტემბერს გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი