"ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს... მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას" | ევროპული საბჭოს დოკუმენტი

გამოქვეყნდა:

"ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს... მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას", - ამის შესახებ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ლიდერების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია საუბარი. 

ევროპული საბჭოს დეკლარაციაში საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერი 4-პუნქტიანია და იმეორებს ევროპული საბჭოს ბოლო სხდომის დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯები დე-ფაქტო აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს. 

45. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე. ამავე დროს, იგი იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული იმ ქმედებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

46. ევროპული საბჭო იმეორებს, რომ ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე-ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. იგი მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროსაბჭო გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

47. ევროპის საბჭო მოელის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს ექნებათ შეუფერხებელი წვდომა. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის აუცილებლობას.

48. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მუდმივ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი, - წერია დოკუმენტში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი