"ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია... კარგი დღეა მთელი მსოფლიოსთვის" | ბაიდენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი "ჰამასის" ახალი ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდირებას X-ზე ეხმაურება.

"ჰამასის" ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია. ეს კარგი დღეა ისრაელისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის", - წერს ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტი პოსტს ვრცელ განცხადებას ურთავს თავს, სადაც ნათქვამია, რომ IDF-ი ამერიკის დაზვერვასთან ერთად მუშაობს და სამართლიანობას ვერცერთი ტერორისტი გაექცევა.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ მათ "ჰამასის" ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი მოკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი