
ეუთო-ოდირის საპარლამენტო ასამბლეის გენმდივანი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თინა ბოკუჩავას შეხვდა.
თინა ბოკუჩავას თქმით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო გამოწვევბზე, არსებულ ზეწოლასა და დაშინებებზე ისაუბრეს. განხილვის ერთ-ერთი თემა ასევე ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის პოლიტიკა და ამ საკითხის აქტუალიზაციაზია იყო.
ეუთო-ოდირის საპარლამენტო ასამბლეის გენმდივანს დღეს "ევროპული საქართველოს" ლიდერებიც შეხვდნენ.
„ეუთო ამ არჩევნებს აკვირდება, დაახლოებით 350 დამკვირვებელი იქნება და მე ვფიქრობ რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ როგორი დასკვნა გაკეთდება ამ არჩევნების შესახებ.“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა