"ეს კონკრეტული კანონდარღვევაა" | სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიამ ცესკო-ს განცხადებით მიმართა

გამოქვეყნდა:

სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით, "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება შეიტანა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" მიერ სისხლიანი ბანერების გაკვრას აპრტოტესტებს და ცესკოს რეაგირებას სთხოვს. 

ხოშტარია განმარტავს, რომ გარდა იმისა, რომ ბანერები სიძულვილის ენის დანერგვას უწყობს ხელს, ამავდროულად, წინასაარჩევნო პერიოდში გამოკრულ ბანერზე არ არის მითითებული ავტორი და შემსრულებელი, რაც კანონდარღვევაა. 

" კამპანიაში ყველა სააგიტაციო მასალას უნდა ჰქონდეს მითითებული ავტორი, ტირაჟი და ა.შ. კეთილი ინებონ და ფორმალურად მაინც კანონი შეასრულონ ან აღიარონ, რომ მათია. ეს არის კონკრეტული კანონდარღვევა და მცდელობა, რომ ვიღაცას ამოეფარონ. თან ამბობენ, რომ მათია, ხაზს უსვამენ სიძულვილის შინაარსს , რაც ბანერებზეა, თან ტექნიკურად არ მიუთითებენ, რომ კალაძეს დაუტოვონ სივრცე, რომ კეთილია და არ არის ამ ყველაფრის ავტორი",- ამბობს ხოშტარია. 

ცნობისთვის, "ქართულ ონცბაში" ბანერების გაკვრაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, თუმცა  ამბობენ, რომ  "სისხლიანი" ბანერები გამოხატვის თავისუფლებაა და "მადლიერი ხალხის საჩუქარია" - კობახიძე სისხლიან ბანერებზე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი