
დარჩით სახლში! - უთხრა თალიბანმა დასაქმებულ ქალებს - ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თალიბანის ახალმა მერმა ქალ თანამშრომლებს სახლში დარჩენა მოსთხოვა.
თალიბანს აუცილებლად მიაჩნია, რომ ქალებმა გარკვეული დროის განმავლობაში არ იმუშაონ. შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პოზიციებზე, რომლებზეც კაცებს მუშაობა არ შეუძლიათ,- თქვა ნამდულა ნომანმა.
ნომანმა აღნიშნა, რომ "ქალებს ქალების საჯარო საპირფარეშოებში შეუძლიათ მუშაობის განახლება, ანუ იქ, სადაც კაცები ვერ შედიან".
"საზოგადოება, რომელშიც ქალები არ მუშაობენ, არის მკვდარი საზოგადოება",- ასე გააპროტესტა მერის გადაწყვეტილება ავღანელი ქალების ნაწილმა.