დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციები | ნიკა გვარამიას ინტერვიუ სუსის მოქმედ თანამშრომელთან

გამოქვეყნდა:

სუსის კრებსებიდან გასულ კვირას უკვე გაირკვა, რომ "ოცნების" ხელისუფლება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსაც უსმენს. ამავე თემაზე, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში, სუსის მოქმედი თანამშრომელი საუბრობს. 

დიპლომატებზე არსებობს დეპარტამენტი, ვისზეც ხელი მიუწვდებათ. ნუ ახლა, ელჩების დონეზე არ ჩამოდიან, ხელმძღვანელებისთვის ცალკე VIP დეპარტამენტია. საელჩოს ყველა თანამშრომელი, მისია, კვლევებს ვინც ატარებს, მაგათთვისაც ცალკე სამსახურია შექმნილი და ძალიან დიდი მოცულობით ინფორმაციას აგროვებენ - ამბობს პირი, რომლის ვინაობასაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი