ზაალ უდუმაშვილმა წილკანში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

გამოქვეყნდა:

მცხეთაში ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი წილკანში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა და მოსახლეობას ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა.

მცხეთის მერობის კანდიდატმა ჯერ მათი პრობლემები მოისმინა, შემდეგ კი გააცნო გეგმა, რითაც მათი პირობები გაუმჯობესდება.

"აქ 400-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ აქვთ კონკრეტული პრობლემები, რომლებიც წლიდან-წლამდე არ გვარდება. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პრაქტიკულად აქ არავის არ მოუკითხავს ეს ხალხი. მათ აქვთ გზის პრობლემა, წყლის პრობლემა", - თქვა უდუმაშვილმა. 

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ერთიანი ძალებით ყველა სოფლის პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი