
ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებულმა კანდიდატმა საბურთალოს ოლქში, ბორის ყურუამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო. მან "მოდულთან" პიანინო მიიტანა და სუს-ის სმენა შეამოწმა.
"გამომდინარე იქიდან, რომ სუს-ი ყველას გვისმენს, გადავწყვიტე სუს-ის მუსიკალური სმენა შემემოწმებინა და ამისთვის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი არის პიანინო, ჯერ მუსიკალური სმენა შევუმწომე, შემდეგ კი შევასრულე მუსიკა ყველასთვის საყვარელი ფრანგული ფილმიდან "სათამაშო", გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანტორა არის ბიძინა ივანიშვილის სათამაშო", - თქვა მან.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსისი მოქმედი პირების ნაწილმა უკვე დაადასტურა.