საკანომდებლო ორგანოს დასუსტების მცდელობა - "ოცნება" პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას გეგმავს

გამოქვეყნდა:

საკანომდებლო ორგანოს დასუსტების მცდელობა - მმართველი  გუნდი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების ინიციატივით გამოდის. გარდამტეხი არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ხელისუფლებაში მცირდება კომიტეტები, იცვლება ფრაქციების დაკომპლექტების წესი და უქმდება უმცირესობა. 

ოპოზიციის შეფასებით, მმართველმა პარტიამ იცის, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობით ვეღარ შევა და ამ ცვლილებებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოზიციების გამყარებას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტში პარლამენტის დასუსტების საფრთხეებს ხედავენ. მათი განმარტებით, ,,ქართულ ოცნებას'' აღნიშნული ცვლილებების კანონში შეტანა აქამდეც შეეძლო, თუმცა მხოლოდ მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის მიწურულს გადაწყვიტა, რადგან უმრავლესობას სამივლინებო ხარჯების შემცირებასა და კომფორტზე უარის თქმა გაუჭირდა. 

კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზად უმრავლესობაში კონსტიტუციასთან თანხვედრას ასახელებენ. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ამტკიცებს, რომ რეგლამენტში ცვლილებები მხოლოდ ამ მიზნით შედის. 

კანონპროექტი, უმრავლესობის სამმა დეპუტატმა, ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გიორგი კახიანმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. მისი ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმებოდა, თუმცა ავტორებმა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი უკან გაიწვიეს. მათი განმარტებით, უახლოეს დღეებში დოკუმენტის ახალ ვერსიას წარადგენენ. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი