მედია: პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არალეგალები ქვეყანაში ტყის გავლით შეჰყავდა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბელარუსიდან პოლონეთის მიმართულებით 300-მდე  მიგრანტი გადაჰყავდა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი მიგრანტების გადაადგილების დეტალურ მარშრუტებს ადგენდა და არალეგალები ტყის გავლით, პოლონეთში შეჰყავდა.

ქართველთან ერთად დაკავებულია უზბეკეთის ერთი მოქალაქეც.  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი