
„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მედეა მეტრეველის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ კალაძის ბანერით ჩაანაცვლა ბანერი, სადაც გამოკრული იყო- „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“.
„ვაკის რაიონში, თამარაშვილის ქუჩაზე, პროექტის - „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ - შესახებ არსებული ერთადერთი საინფორმაციო ბანერი, სულ რაღაც 2 თვის შემდეგ ჩამოხსნეს და მის ნაცვლად, კახა კალაძის ფოტო გამოფინეს. მაშინ, როდესაც „იუნესკო“ 2021 წლის განმავლობაში აღნიშნავს „თბილისის წიგნის მსოფლიოს დედაქალაქის“ უმნიშვნელოვანეს სტატუსს, თბილისის მერიამ აგვისტოდან, როგორც ჩანს, უკვე დაასრულა ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის აღნიშვნა და ქალაქში, საკუთარი საარჩევნო კამპანიის გამო, თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის საინფორმაციო ბილბორდები ჩამოხსნა." განაცხადა მეტრეველმა.
დეპუტატობის კანდიდატის განცხადებას უკვე უპასუხა ქალაქის მერმა და სპეკულაცია უწოდა.