
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოკუპირებულ გალსა და აფხაზეთში ქართული ენის აკრძალვას ეხმაურება და "ოცნების" ლიდერებს მოუწოდებს პუტინის რეჟიმის მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვონ.
ნათელაშვილი ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ "დედა ენის ძეგლთან გაასამართლებს".
"გალის რაიონსა და აფხაზეთში აიკრძალა ქართული ენის სწავლება ოფიციალურად და გამოცხადდა იგი უცხო ენად, ეს იმ გენოციდის გაგრძელებაა, რასაც პუტინი და კრემლი ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმის თანამონაწილეობით და მდუმარებით, რომელსაც ერთი პროტესტი არ განუცხადებიათ არც ახლა ამ საშინელ ენობრივ გენოციდზე.
მივმართავ ივანიშვილის, ღარიბაშვილს, კუჭავას და მთელ ამ ბანდას, თუ თქვენ ახლა არ მოითხოვთ პუტინისა და მისი მთავრობის წევრების სანქცირებას ქართული ენის გენოციდისათვის, თქვენ გაგასამართლებთ დედა ენის ძეგლთან", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
ამ განცხადების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა იმერეთიდან, სვანეთიდან, ლეჩხუმიდან, "ლეიბორისტული" პარტიის სიის პირველი ნომრები წარადგინა.
ქუთაისის სიას - სამსონ გუგავა უხელმძღვანელებს მაჟორიტარებად კი შერჩეულები არიან: