საქართველოში დიპლომატების მოსმენა არ მიმდინარეობს... მომავალში რას გამოაგდებენ მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი, ვნახოთ -კობახიძე

გამოქვეყნდა:

"საქართველოში დიპლომატების მოსმენა არ მიმდინარეობს... მომავალში რას გამოაგდებენ მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი, ვნახოთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საუბრობს. 

თუ რაიმე საინტერესოს ვიხილავთ, არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი საინტერესო ინფორმაცია მათ ვერ გამოაქვეყნეს, თუ ვინმეს უსმენდნენ ესენი წაარსულში, შეუძლიათ თავისთვის შეინახონ, მაგრამ რისთვის უსმენდნენ და რატომ ინახავდნენ, ეს არის მათთვის დასასმელი შეკითხვა. არანაირი დიპლომატების მოსმენა არ ხორციელდება, მომავალში რას გამოაგდებენ მელაძე, გვარამია, გახარია და ხოჯევანიშვილი, ვნახოთ, - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, რაც მეტს მოუსმენს ხალხი "ქართულ ოცნებას", მით უკეთესი: "ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვისმინოს და უკეთსიც არის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი