
"ერთმანეთში ვირტუალურ კედელს გვიშენებენ. ამის მოტრიალება 2 ოქტომბრის არჩევნებზე შეგვიძლია" - ამის შესახებ ოპოზიციის მიერ ვაკის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად წარდგენილი ბათუ ქუთელია საუბრობს.
ამბობს, რომ თბილისი სიძულვილის, ძალადობის და დაპირისპირების ქალაქი არასდროს ყოფილა: "პირიქით, ყველა, ვინც ჩამოდიოდა თბილისში, ნაწილობრივ თბილისში რჩებოდა".
"ვინც ჩამოვა თბილისში, თბილისელად უნდა იგრძნოს თავი. მაგრამ ამას შესაბამისი გარემო, სულისკვეთება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი არჩევანი თავისუფალ სამყაროსთან ერთად ყოფნის, შეიძლება დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ამ ჩვენი მომავლის მშენებლობაში, ბუნებრივია, ყველას ჩვენ-ჩვენი წვლილი გვაქვს" - ამბობს ბათუ ქუთელია.
იხილეთ ასევე: