უცვლელი სტრატეგია და სტილი. "ოცნების" მთავარი საარჩევნო პიარ ტექნოლოგის, იციკ მოშე კლუგჰაფტი
აგრესიული სტილი ამჯერადაც დაცულია. ისევ სიძულვილითა და აგრესიით სავსე პლაკატები, რომელმაც თბილისი და ქვეყნის რეგიონები მოიცვა.
ოფიციალურად, სისხლიანი ბანერების კვალი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან მიდის, თუმცა იმაზე, რომ
მიხეილ გაბრიაძე მხოლოდ ერთი რგოლია "ოცნების" აგრესიულ კამპანიაში, ამაზე ყველა თანხმდება.
დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ქუთაისში გაბრიაძის საცხოვრებელ მისამართზე მივიდა, რომელიც ბილბორდებზეც არის მითითებული, თუმცა იქ გაბრიაძე დიდი ხანია არავის უნახავს.
ამირან გამყრელიძე ბილბორდებზე სისხლიანი პალაკაების ნაცვლად აცრის მოწოდების ბანერის დაბრუნებას ითხოვს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელი კომპანია "ალმას'' ხელშეკრულების პირობების შესრულებას კატეგორიულად სთხოვს.
აცრა გვიცავს! - ბილბორდები ამ წარწერით, სარეკლამო კომპანია "ალმასთან'', გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო გამოფენელი, თუმცა ოპოზციის აზრით, მმართველი გუდისთვის როგორც ჩანს დაბალ ვაქციინაციაზე პრიორიტეტული სწორედ სიძულვილის ენაა.