ჩამოშლილი სახელმწიფო, დანაშაულებრივი დაჯგუფებით ქვეყნის სათავეში. ეს ის მძიმე რეალობაა, რომელშიც საქართველო "ქართული ოცნების" 9-წლიანი მმართველობის პირობებში აღმოჩნდა. კიდევ უფრო მეტი კონტროლი, მეტი რესურსი ტოტალური მოსმენებისთვის და კომპრომატებით სავსე საიდუმლო ფაილები, ეს კი
ერთადერთი ბერკეტია, რომლითაც ოლიგარქი ივანიშვილი ძალაუფლებას ინარჩუნებს და, რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა უახლოესი გარემოცვაც ყველაზე უღირსი დავალებების შესასრულებლად.
სუსიდან გაჟონილი მასალების უპრეცენდენტო სკანდალის მიუხედავად, ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც იცილებს თავიდან და მუქარისა და თავდასხმის რეჟიმში რჩება. რაც შეეხება სუსის ხელმძღვანელს, რომელიც ყველაზე მასშტაბური უკანონომის შემოქმედია, გრიგოლ ლილუაშვილი ერთი კვირაა დუმს.