მონურ მორჩილებაში მყოფი "ქართული ოცნება" აღშფოთებასაც კი ვერ ბედავს. მმართველი პარტიის ლიდერებმა მრავალდღიანი დუმილის შემდეგ დღეს ფარული მოსმენების გამართლება გადაწყვიტეს - იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მათზე, ან მათი ოჯახის წევრებზე თვალთვალია.
უფრო მეტიც, ხელისუფლების ლიდერები დასაშვებად მიიჩნევენ დიპლომატების თვალთვალსაც კი, რაც საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და დიპლომატიური სკანდალის მიზეზია. კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები ფაქტობრივად თანახმა არიან, რომ მათ და მთელს ქვეყანასაც სპეცსამსახურმა უსმინოს იმ შემთხვევაში, თუ ეს ბიძინა ივანიშვილს სჭირდება.