
ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში დრამატულადაა შემცირებული. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის წინაშე არსებული ურთულესი გამოწვევების აღმოფხვრაზე იზრუნოს, "ოცნების" მთელი რესურსი ოპონენტების წინააღმდეგაა მობილიზებული.
ვაქცინაციის პუნქტები დაცარიელებულია, საინფორმაციო კამპანია კი სისხლიანმა ბანერებმა ჩაანაცვლა, რასაც მედიკოსების ხისტი პროტესტი მოჰყვა, მართალია მორიდებით, თუმცა გამონაკლისი არც ჯანდაცვის სამინისტრო ყოფილა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი