"ოცნების" მიერ უზენაესში მოსამართლეების დანიშვნა კლანის ინტერესებს აძლიერებს - GDI-ს ანგარიში

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების ანგარიშს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებით დაკომპლექტებით, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში კითხვები არსებობს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციების უგულებელყოფით, კლანის ინტერესები გატარდა.

ანგარიშში ნათქვაია, რომ  კანდიდატები, რომლებსაც  მაღალ შეფასებას აძლევდნენ, საპარლამენტო მოსმენების დროს, ხშირად კარგავდნენ წონასწორობას და მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქცევით გამოირჩეოდნენ.

"2021 წლის 12 ივლისის კენჭისყრის შედეგად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესდნენ, მათ შორის, ისეთი მოსამართლეებიც, რომელთა კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება - არ გაეთავალისწინებინა 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და მაინც დაენიშნა უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეები, სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის - კლანის ინტერესების გატარებად უნდა შეფასდეს. ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო ამძიმებს სასამართლო სისტემაში არსებულ ისედაც პრობლემურ სიტუაციას და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას ჰქონდეს წვდომა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე", - წერია GDI-ის დასკვნაში. 

ცნობისთვის, 19 აპირლის შეთანხმებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი