ბოლო თვეებში ყველაზე მეტი თანხა "ქართულ ოცნებას" და გახარიას პარტიას შესწირეს - "აი, ფაქტი"

გამოქვეყნდა:

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიების შემოწირულობები იზრდება. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტის" ინფორმაციით, ყველაზე მეტი "კეთილისმსურველი" “ქართულ ოცნებას” ჰყავს. მათი წყალობით, მმართველმა პარტიამ ბოლო სამ თვეში 4.7 მილიონი ლარი დააგროვა.

"ოცნების" შემდეგ ყველაზე მეტი თანხა გიორგი გახარიას პარტიას ჩაურიცხეს - ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, 700 ათასი ლარი.

"ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო ოთხ თვეში 453 ათასი ლარი შესწირეს.

რაც შეეხება სხვა პარტიების შემოწირულობებს, მათი დაფინანსება ასეთია:

  • "ლელო" - 390 ათასი ლარი
  • “ევროპული საქართველო" - 97 ათასი ლარი
  • "ელენე ხოშტარია - დროა" - 49 ათასი ლარი
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 35 ათასი ლარი
  • "ნინო ბურჯანაძ - დემოკრატიულ მოძრაობა" - 11 ათასი ლარი
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 6 ათასი ლარი
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი