
"ევროპულმა საქართველომ" თბილისის საკრებულოს პარტიული სია წარადგინა. საკრებულოს წევრობის კანდიდატების წარდგენისას პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, აღნიშნა, რომ დღეს მთავარი იარაღი საარჩევნო ბიულეტენია იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა თავისუფალ ქვეყანაში იცხოვროს.
"არის მომენტები, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო იმ წამს რა მოხდება ქვეყანაში, არამედ განსაზღვრავს, რა მოხდება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. დღეს ჩვენ, ან მოქალაქეების მყარი ნებითა და რწმენით გადავტეხავთ ამ რეჟიმს, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის მომავალს, ან შემდეგ თაობებს დაეკარგებათ შანსი, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, თავმოყვარე ქვეყანა", - თქვა გიგა ბოკერიამ.
პარტიული სიის ათეულის შემადგენლობა ასეთია: