"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა, სუს-ის ფარული ჩანაწერების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
როგორც მან გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, პროკურორი ძირითადად დაინტერესდა იმით, თუ საიდან მიიღო ინფორმაცია, რომ საიდუმლო ფაილებში მისი გვარი და კონკრეტულ სასულიერო პირთან საუბარი იყო ჩაწერილი.
თინა ბოკუჩავას თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ გამოძიება ფორმალურია და უწყება რეალურად მხოლოდ იმის დადგენას ცდილობს, ვინ გამოიტანა ფაილები სუს-იდან.
"ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ აღნიშნული გამოძიება გავიდეს რეალურად დამკვეთებზე და შემსრულებლებზე. ჟურნალისტებისთვისაც კი ცნობილია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ფიგურირებდა ამ მოსმენებში, მაგრამ აქ საუბარი არ არის იმაზე, ვინ იჯდა მოსმენების აპარატთან, აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთოს დამკვეთი, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ამ ქვეყნის მბრძანებელი, ბიძინა ივანიშვილი", - თქვა თინა ბოკუჩავამ.
ამავე საქმეზე დღეს, 15:00 საათზე, თბილისის პროკურატურაში ელოდებიან "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.