
ანზორ მელია ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის შამგონა/ახალაბსთუმნის მოსახლეობას შეხვდა. ისაუბრეს ადგილობრივებისთვის ყველაზე მნიშნველობან საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი რაიონში სოფლების პრობლემებს ყოველდღიურად ეცნობა. შეხვედრისას ანზორ მელიამ შამგონა/ახალაბასთუმნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა ბეჭვაია წარადგინა.
2 ოქტომბერს ყველა მოვიდეს არჩევნებზე, ყველამ მისცეს ხმა გარდა 41-სა. არ შეიძლება ასე გაგრძელება. არ შეიძლება ადამიანებს უთხრა, რომ თქვენ მაინც არაფერი არ გეშველებათ... კოალიციური მთავრობა რომ შეიქმნება, და ეს აუცილებლად შეიქმნება, მაგათ ისეთი გეგმა აქვთ, ეს ლაზიკის ქალაქის აშენება, ეს ანაკლიის პორტი, კიდევ ბევრი რაღაც, ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის იქნება, - ამბობს ანზორ მელია.