"უნდა დავიწყოთ ამ ქვეყნის განვითარება" - ხატია დეკანოიძე ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად მან მხარდამჭერებს საფიჩხია-კახიანურის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნატო დანელია წარუდგინა.

ხატია დეკანოიძემ შეხვედრისას 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობასა და რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ყველ ადამიანს ძალიან კარგად ესმის, რომ რეფერენდუმი 2 ოქტომბერს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ დავამარცხოთ ეს ხელისუფლება, 43%-ს ქვემოთ დავტოვოთ და დავიწყოთ ამ ქვეყნის განვითარება ვადამდელი არჩევნებით. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი კოალიციური ხედვა ქუთაისის განვითარების", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი