"დანა იხმარა "ოცნების" კანდიდატის შვილმა და 2 კაცი მძიმედ დაჭრა" - კახა ოქრიაშვილი დმანისში მომხდარის დეტალებზე

გამოქვეყნდა:

დმანისში, სოფელ განთიადში, ოპოზიციის მხარდამჭერებზე თავდამსხმელები "ოცნების მაჟორიტარობის" კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი და "ქართული ოცნების" აქტივისტი ზურა ბოკმელაშვილია

ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, კახა ოქრიაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, "ქართული ოცნების"  შტაბი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით, 300 მეტრში მდებარეობს.

მისი თქმით, შემთხვევა დღეს, მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიციის მერობის კანდიდატი, გიორგი ტატუაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ განთიადის მოსახლეობას ხვდებოდა. ოქრიაშვილი ამბობს, რომ სისხლიანი გარჩევის დროს, ადგილზე ძირითადად ქალები იყვნენ შეკრებილნი. 

"ოცნებამ დაამხო ქართული სახელმწიფო, დაამხო ჩვენი ხალხი. შიმშილსა და ტერორში ამყოფებს. არაფერი არ შეცვლილა იგივე ხდება, რაც 2020 წელს ხდებოდა. აი აქ, იმდენი ნაძირალა დარბის, რომელიც დაუსჯელია და დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული სამართალდამცველი სტრუქტურებისგან, რომ ვერც კი წარმოიდგენთ.

სოფელ განთიადში ოპოზიციის მხარდამჭერებზე თავდამსხმელები არიან ზონდერ ბრიგადის წევრები: ზურა ბოკმელაშვილი, რომელზეც შარშან სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, მაგრამ არც დაკითხული და არც დაკავებული არ არის. დანა იხმარა დავით დაუთაშვილმა და ორი კაცი დაჭრა, ის "ოცნების მაჟორიტარობის" კანდიდატის შვილი კონკრეტულად ამ სოფლიდან",- ამბობს კახა ოქრიაშვილი

როგორც კახა ოქრიაშვილი აღნიშნავს, არსებობს ინციდენტის ამსახველი კადრები, რომელსაც გაასაჯაროვებენ. 

იხილეთ ასევე;

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი