"ჩემი შვილი 20 ლარის გამო მოკლეს" - მარნეულში მოკლული ახალგაზრდა კაცის დედა

გამოქვეყნდა:

მარნეულში მოკლული ახალგაზრდა კაცის დედა ამბობს, რომ ჯავიდ ალიევი, ორმა პირმა 20 ლარის გამო მოკლა.

მოკლულის დედა "მთავართან" ყვება, რომ ალიევს მარნეულში მიკროავტობუსით ხალხი დაჰყავდა, ერთი გოგო კი თანხას არ იხდიდა. ალიევმა მას თანხის გადახდა მოსთხოვა, რის გამოც გოგომ მის ძმებს მიმართა. დედის ინფორმაციით, ჯავიდ ალიევი სწორედ მისმა ძმებმა მოკლეს.

"ჩემი შვილი 20 ლარის გამო მოკლეს. ჯავიდს მარნეულში მიკრო ავტობუსით ხალხი დაჰყავდა. ერთი გოგო ხშირად დადიოდა ამ მარშუტით და ფულს არ იხდიდა, ერთხელ ჩემმა შილმა ჰკითხა, როდემდე აპირებდა უფასოდ მგზავრობას და როდის გადაიხდიდა თანხას, ის გაბრაზდა და მარნეულში თავის ძმებთან იჩივლა, ჯავიდი ჩემგან ფულს  ითხოვსო. მათ ჩემი შვილი ამის გამო გაიტაცეს და მოკლეს, შემდეგ წყალში ჩააგდეს. ვიცი, ვინც არიან მკვლელები, ისინი ჩემ შვილს კარგად იცნობდნენ და მეგობრობდნენე", - თქვა გარდაცვლილის დედამ.

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ჯავიდ ალიევი გარდაცვლილი დღეს, 21 სექტემბერს მდინარე ალგეთის პირას იპოვეს. მომხდარზე შსს-მ 2 პირი დააკავა

უწყების ინფრომაციით, ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ხოლო ს.ა. - სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი