აშშ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრებს ხსნის

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები სამოგზაუროდ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს და დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების სრულად ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრებს ხსნის.

ნოემბრიდან, უცხოელ მგზავრებს აშშ-ში მოგზაურობის უფლება ექნებათ, თუკი ორივე დოზით აცრილები იქნებიან და შესაბამისი ტესტირების პასუხს წარადგენენ. მათ სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, გარკვეული გამონაკლისები დაიშვება, მათ შორის ბავშვებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ასაკის გამო ვერ იღებენ.

აშშ-მ მოგზაურობაზე შეზღუდვები გასულ წელს გაამკაცრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი