"ოცნებამ" ინგლისურენოვანი გადაცემა დაიწყო | სუსის კრებსები და ინტრიგებში გახლართული პარტია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" თავისსავე ინტრიგაში გაიხლართა და გამოსავალს უშედეგოდ ეძებს. უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილმა მასალებმა მმართველი პარტია აბსურდულ მდგომარეობაში ჩააყენა.

"ოცნების" ლიდერები ამ კრიზისიდან ლოგიკურ გამოსავალს ვერ პოულობენ და იძულებული არიან ყოველდღე ახალი და სულ უფრო სულელური ტყუილი თქვან. ჯერ "ნაციონალური მოძრაობა", შემდეგ გიორგი გახარია - მმართველმა პარტიამ მასალების გავრცელებაში და ეკლესიის დისკრედიტებაში რიგრიგობით ყველა დაადანაშაულა. ბოლოს გვირჩია, დაველოდოთ გამოძიებას და გაგებით მოვეკიდოთ ტოტალურ მოსმენას მთელ ქვეყანაში. 

პარალელურად, "ოცნებამ" ინგლისურენოვანი გადაცემა დაიწყო, რომლის წამყვანიც პარტიის წევრი თამარ ტალიაშვილია. გადაცემას ევროპარლამენტარების ცინიკური გამოხმაურებებიც კი მოჰყვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი