
არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანაში გვეყოლება ერთი თუ ოცდაერთი პოლიტპატიმარი - გიორგი მარგველაშვილი "ქართულ ოცნებას" გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი თვლის, რომ ხელისუფლება ბოლომდე არ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და ივანიშვილის გუნდის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ სპეკულაციას.
დაპირება, რომლის გვერდის ავლის უსუსური მცდელობები ვნახეთ რამდენჯერმე. ახლა არის მცდელობა, რომ ეს დაპირება არ შესრულდეს გიორგი რურუასთან მიმართებაში. ერთი პოლიტპატიმარი გეყოლება თუ 21- პოლიტპატიმარი, პოლიტპატიმარია, -ამბობს მარგველაშვილი.