"მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ" | ნიკა მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

გამოქვეყნდა:

თბილისში მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე მერობის კანდიდტების დებატები, პროტესტის ნიშნად დატოვა. ნიკა მელიას თქმით, ფორმატი კანდიდატებს შორის რეალურ დებატებს ხელს არ უწყობს.

პირველ რიგში, აქ მოვედი იმისთვის, რომ ქართული ოცნების გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს რეალურად ხელისუფლებაში. მოვედი იმისთვის, რომ ვუთხრა, ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით-მზისით და ეს ადამიანი დღეს რომ აქ არის წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი, ამას სჩადის - დღეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით დმანისში რა გააკეთეს. ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს ქართველი ხალხის მიერ....

ერთ სივრცეში, მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე ყოფნას არ ვაპირებ,- თქვა ნიკა მელიამ.

"სულ კარგად ბრძანდებოდეთ... მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი," - ასე უპასუხა თბილისის მოქმედმა მერმა და "ოცნების" მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ ნიკა მელიას ამ განცხადებას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი