მგონი არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია - კალაძე

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერმა და თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მერობის კანდიდატების დებატების დროს თქვა, რომ გიორგი გახარიასთვის "ნარკომანობა არვის დაუბრალებია".

თემასთან დაკავშირებით კალაძეს შეკითხვა, გახარიამ დაუსვა და მას ჰკითხა, იზიარებდა თუ არა მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს, ნარკომანიასთან, მოღალატეობასა და მიხეილ სააკაშვილთან კავშირის შესახებ.

"ნარკომანობასთან დაკავშირებით, მგონი არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება შენს საქციელს, მე პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი - არ მომეწონა ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყო, როცა კითხვა ისმება გიორგი გახარიაზე. მე, პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას მე გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. თბილისმა გადაწყვიტოს",-უპასუხა კალაძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ გიორგი გახარია ნარკოტიკების მომხმარებელია. "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ, მას "კოკაინშიკი" უწოდა, ამასთან მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა ნარკოტესტი ევროპაში ჩააბარა, კობახიძემ თქვა: "ბანკებით" სირბილს ურჩევნია კოკაინს შეეშვას".

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 6 სექტემბერს, თბილისის მერმა ნარკოტესტი ჩააბარა და მერობის კანდიდატებსაც ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა. გიორგი გახარიამ თქვა, რომ მმართველი გუნდი მისი მისამართით გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავდა, ამიტომ ყოფილმა პრემიერმა ნარკოტესტი ავსტრიაში ჩააბარა. 17 სექტემბერს მან ტესტის პასუხი გაასაჯაროვა, რომელშიც ჩანდა, რომ ის ნარკომომხმარებელი არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი