
თუ საქართველო რუსეთს ნებას მისცემს იფრინოს მის ტერიტორიაზე, რუსეთი მზად არის, ღია ცის შეთანხმებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო მისია კავკასიის საზღვრის გასწვრივ დაუშვას - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
მოსკოვი უკმაყოფილოა,რომ საქართველოს მთელი ტერიტორია ხელმიუწვდომელია „ღია ცის“ რუსეთის მისიისთვის ისევე, როგორც მრავალეროვნული მისიებისთვის რუსეთის მონაწილეობით.
როგორც ცნობილია, სერგეი ლავროვი უარყოფს აშშ-ის პრეტენზიებს შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ფრენების აკრძალვასთან 10 კილომეტრიან ზონებში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის გასწვრივ და ამბობს, რომ რუსეთის პოზიცია ამ საკითხზე სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.