ეს იყო ყველიანი მაკარონი 400 გრამი, რაზეც კახა კალაძის კომენტარიც ვნახე, რომ ეს საკვებიც არ იყოო - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი, რომელმაც ქალაქის მერს და "ოცნების" მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, დებატებში ქილით ისნის უფასო სასადილოდან ერთი ადმიანის რაციონი მიუტანა.
ქუმსიშვილის თქმით, შედგენილი რაციონის მიხედვით, ყველიან მაკარონთან ერთად ვეგეტარიანული ბორშიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერიამ დააკლო.
"კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი და უზრუნველყოფს, ღარიბი ადამიანების კვებას, არის კალაძესთან დაახლოებული პირი. კომპანიას ჰქვია "ალადაშვილი და კო". ყველაზე ამაზრზენი რაც არის, 2 წლის წინ ეს კომპანია იყო დაჯარიმებული იმის გამო, რომ ხორცს პარავდა სუპიდან ადამიანებს. ახლაც აკეთებს იგივეს ჯერ საერთოდ 1.18 ლარად როგორ უნდა გამოკვებო ადამიანი? ",- ამბობს მიხეილ ქუმსიშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა დღის სტუმარში საუბრისას.
ქუმსიშვილის საქციელმა გუშინ კალაძე გააღიზიანა და ქილა გადააგდო. დღეს კი თქვა, რომ "საკვების გარდა, ყველაფერი იყო იმ ქილაში" . კალაძის საქციელს ტრადიციულად მისი თანაგუნდელებიც ამართლებენ.