ისნის საოლქოს თავმჯდომარისა და "ოცნების" კანდიდატის საერთო ფულადი ინტერესები - დონაძე სავარაუდო კორუფციულ სქემაზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველო" ცესკოს მიმართავს, უფლებამოსილება შეუწყდეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ფიქრია ნიკოლაშვილს, რადგან მასსა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს შორის, კომერციული და ფულადი დაინტერესებაა.

განცხადება ამის შესახებ დღეს ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბესიკ დონაძემ გააკეთა და სავარაუდო კორუფციულ სქემაზე ისაუბრა:

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორატირობის კანდიდატია კახა ლაბუჩიძე, ხოლო ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე არის ფიქრია ნიკოლაშვილი ანუ მარტივად, რომ ვთქვათ საარჩევნო ხმების დამთვლელია. კახა ლაბუჩიძე მაჟორიტარად წარდგენამდე იყო ისნის გამგებელი, ფიქრია ნიკოლაშვილის და ელისო ნიკოლაშვილი არის ჩუღურეთის საოლქო კომისიის წევრი, ხოლო ფიქრია ნიკოლაშვილის სიძე, კახაბერ მანჯგალაძე არის კახა ლაბუჩიძის გამგებლობისას კონტრაქტორი კომპანიის, შპს-ს მფლობელი. ანუ კახა ლაბუჩიძე კახაბერ მანჯგალაძეს უფორმებს ტენდერებზე კონტრაქტებს, რომელიც არის დაახლოებით 300 000 ლარის. ასევე კახაბერ მანჯგალაძეს კონტრაქტებს უფორმებს ჩუღურეთის გამგეობა, რომლის რაიონშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არის ელისო ნიკოლაშვილი, მისი მეუღლე. ფიქრია ნიკოლაშვილის მიკერძოებულობა კონკრეტულად „ქართული ოცნების“ კანდიდატის მიმართ უკვე აისახა არჩევნებზე, როდესაც „ევროპულმა საქართველომ“ საჩივრით მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა ადმინისტრაციული სანქცია დაედო გამგეობის თანამშრომლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ კახა ლაბუჩიძის წინასაარჩევნო კამპანიაში, 6 ადამიანი, რომლებიც არიან გამგეობის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, თუმცა ფიქრია ნიკოლაშვილმა, რომელიც ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა, მაშინ როდესაც თავად თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ მონაწილეობას, როგორც საარჩევნო კამპანიაში ასევე ფეისბუქზე რეკლამირებაში." განაცხადა დონაძემ.

"ევროპული საქართველო" მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მათაც მიმართონ ცესკოს ფიქრია ნიკოლაშვილის ისნის საოლქო საარჩევნო თავმჯდომარეობიდან გადაყენების მოთხოვნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი