მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იწყება.
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით საბჭოს წევრები ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რისკებსა და სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
იმსჯელებენ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესახებაც. სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება განაახლებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას.